აღმოსავლეთი მინდორო
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი მინდორო (ტაგ: Silangang Mindoro; ილოკ: Amianan nga Mindoro) — პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს კუნძულ მინდოროზე, მიმაროპის რეგიონში. მანილიდან 140 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. პროვინციას ჩრდილოეთით ვერდის კუნძული და ბატანგასი ესაზღვრება, აღმოსავლეთით — მარინდუკე, მაესტრო დე კამპოს კუნძული, ტაბლასის სრუტე და რომბლონის დარჩენილი ნაწილი, სამხრეთით — სემირარა, კალუიის კუნძულის დარჩენილი ნაწილი და ანტიკე, ხოლო დასავლეთით — დასავლეთი მინდორო. კუნძულის ერთადერთი ქალაქი და პროვინციული დედაქალაქია კალაპანი.
აღმოსავლეთი მინდორო ტაგალ. Silangang Mindoro | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | კალაპანი | ||
შიდა დაყოფა | კალაპანი, ბაკო (აღმოსავლეთი მინდორო), ბანსუდი, ბონგაბონგი, ბულალაკაო, გლორია (აღმოსავლეთი მინდორო), მანსალაი, ნაუხანი, პინამალაიანი, პოლა (აღმოსავლეთი მინდორო), Puerto Galera, როხასი (აღმოსავლეთი მინდორო), სან-ტეოდორო (აღმოსავლეთი მინდორო), სოკორო (აღმოსავლეთი მინდორო) და ვიქტორია (აღმოსავლეთი მინდორო) | ||
კოორდინატები | 13°00′00″ ჩ. გ. 121°25′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Humerlito Dolor | ||
დაარსდა | 1950 | ||
ფართობი | 4238.38 კმ² | ||
მოსახლეობა | 908 339 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 43 | ||
საფოსტო ინდექსი | 5200–5214 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.ormindoro.gov.ph/ | ||
| |||
აღმოსავლეთი მინდორო ცნობილი ეკოტურისტული დანიშნულების ადგილია. 2005 წელს ამერიკელმა ბიოლოგებმა, კენტ კარპენტერმა და ვიქტორ სპრინგერმა ფილიპინები მსოფლიოში საზღვაო ბიომრავალფეროვნების ცენტრად და ყველაზე მრავალფეროვანი საზღვაო ეკოსისტემების მქონე სახელმწიფოდ დაასახელეს. ვერდის კუნძულის გასასვლელში, მინდოროსა და ლუსონის მთავარ კუნძულს შორის წყლებში ფილიპინების ენდემური სახეობების უმრავლესობა ბინადრობს. კარპენტერისა და სპრინგერის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (2005) ვერდის კუნძულის მიმდებარე წყლებში მარჯნების, მოლუსკების, თევზების, რეპტილიებისა და ზღვის ძუძუმწოვრების 2 983 სახეობაა დაფიქსირებული.[2]
1970-იან წლებში პროგრამის ადამიანი და ბიოსფერო ფარგლებში იუნესკომ პუერტო-გალერა ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა. ვერდის კუნძულის გასასვლელი დანართში „მარჯნის სამკუთხედი“ (ფილიპინები, მალაიზია და ინდონეზია) მოხსენიებული როგორც „მსოფლიოს საზღვაო ბიომრავალფეროვნების ცენტრი“ და „სანაპიროს თევზების ბიომრავალფეროვნების ცენტრი“.[3]