არესიბო (პუერტო-რიკო)
From Wikipedia, the free encyclopedia
არესიბო (ესპ. Arecibo) ― ქალაქი და მუნიციპალიტეტი პუერტო-რიკოში. მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის ნაპირზე, უტუადოსა და სიალესის ჩრდილოეთით, ჰატილიოს აღმოსავლეთით და ბარსელონეტისა და ფლორიდის დასავლეთით. სან-ხუანიდან 50 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. არესიბო ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია პუერტო-რიკოში და არესიბოს მეტროპოლიტენური სტატისტიკური ტერიტორიის მთავარი ქალაქია. მოიცავს 18 ბარიოსა და არესიბო-პუებლოს (ქალაქის საქმიანი ნაწილი და ადმინისტრაციული ცენტრი). 2020 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 87 754 ადამიანს შეადგენს.
სწრაფი ფაქტები დასახლებული პუნქტი, ქვეყანა ...
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
არესიბო ესპ. Arecibo | |||||
| |||||
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები | ||||
რეგიონი | პუერტო-რიკოპუერტო-რიკო | ||||
კოორდინატები | 18°28′14″ ჩ. გ. 66°43′15″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1616 | ||||
ფართობი | 46.490472 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 7 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 87 754 (1 აპრილი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 787 | ||||
საფოსტო ინდექსი | 00612, 00613 | ||||
ოფიციალური საიტი | http://pr.near-place.com/arecibo | ||||
დახურვა