ანა ვინტური
From Wikipedia, the free encyclopedia
ანა ვინტური (ინგლ. Anna Wintour; დ. 3 ნოემბერი, 1949) — ბრიტანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 1988 წლიდან ჟურნალი ვოგის მთავარი რედაქტორია, ხოლო 2020 წლიდან კომპანიაში კონდე ნასტი ინფორმაციის მთავარი ოფიცრის პოზიციას იკავებს. იგი აგრეთვე ვოგის გლობალური სარედაქციო ხელმძღვანელი და კონდე ნასტის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. მკაცრი და მომთხოვნი ხასიათის გამო ცნობილია მეტსახელით „ატომური ვინტური“.
ანა ვინტური | |
---|---|
ვინტური 2019 წელს | |
დაბადების თარიღი |
3 ნოემბერი, 1949 (1949-11-03) (74 წლის) ჰემპსტიდი, ლონდონი, ინგლისი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
აქტიური | 1975-დღემდე |
მოდის ჟურნალისტიკაში ვინტურის კარიერა ორ ბრიტანულ ჟურნალში დაიწყო. 1970-იან წლებში იგი აშშ-ში გადავიდა, სადაც ჟურნალებში — Harper’s Bazaar და New York — მოდის რედაქტორად მუშაობდა. მოგვიანებით ლონდონში დაბრუნდა და 1985-1987 წლებში ბრიტანული ვოგის რედაქტორი იყო.
ვინტურის ყოფილმა პირადმა თანაშემწემ, ლორენ ვაისბერგერმა, მასთან მუშაობის გამოცდილებაზე დაფუძნებით მხატვრული რომანი „ეშმაკს აცვია პრადა“ დაწერა, რომელიც ბესტსელერი გახდა. რომანში ვინტური მირანდა პრისტლის პერსონაჟის პროტოტიპია, რომლის როლსაც 2006 წლის ცნობილ ეკრანიზაციაში მერილ სტრიპი ასრულებს.