ალფრედ ჰიჩკოკი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერ ალფრედ ჰიჩკოკი (ინგლ. Sir Alfred Joseph Hitchcock; დ. 13 აგვისტო, 1899, ლონდონი — გ. 29 აპრილი, 1980, ლოს-ანჯელესი) — ინგლისელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, რომელმაც დასაბამი დაუდო მრავალ ტექნიკას თრილერის ჟანრში. ჰიჩკოკმა დაამკვიდრა სასპენსისა და მაკგაფინის ცნებები. მისი ფილმებისთვის დამახასიათებელია შიში, დანაშაულის გრძნობა, იდენტობის დაკარგვა, დაძაბულობის დაკავშირება იუმორთან; ხშირად იყენებდა უდანაშაულოდ დევნილების თემას.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ალფრედ ჰიჩკოკი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ალფრედ ჰიჩკოკი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სერ ალფრედ ჰიჩკოკი | |
---|---|
დაბადების სახელი | ალფრედ ჯოზეფ ჰიჩკოკი |
დაბადების თარიღი | 13 აგვისტო, 1899, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
29 აპრილი, 1980 ლოს-ანჯელესი, აშშ |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო, აშშ |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი |
აქტიური | 1925-1980 |
ოქროს გლობუსი | სესილ ბ. დემილის ჯილდო - 1972 |
საიტი | Alfred Hitchcock — The Master of Suspense |
1939 წელს ის გადასახლდა აშშ-ში და 1955 წლის 20 აპრილს მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. მისი სამოცწლიანი კარიერის განმავლობაში მუნჯი კინოს ხანიდან მოყოლებული 53 მეტი ფილმი აქვს გადაღებული.
ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფილმებია: „39 საფეხური“ (1935), „რებეკა“ (1940), „ეჭვის ჩრდილი“ (1943), „სამაშველო ნავი“ (1944), „ფუჭი დიდება“ (1946), „მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ ”მ” (1954), „ფანჯარა ეზოს მხარეს“ (1954), „ქურდის დაჭერა“ (1955), „კაცი, რომელმაც ზედმეტი იცოდა“ (1956), „თავბრუსხვევა“ (1958), „უჩინარი მესამე“ (1959), „ფსიქო“ (1960), „ჩიტები“ (1963).
ჟურნალმა „MovieMaker“ ჰიჩკოკი მოიხსენია როგორც ყველაზე გავლენიანი რეჟისორი კინოისტორიაში.[1]