ალექს მორგანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრა მორგან კარასკო[2] (ინგლ. Alexandra Morgan Carrasco, დაბადების სახელი: ალექსანდრა პატრისია მორგანი; დ. 2 ივლისი, 1989), ცნობილი, როგორც ალექს მორგანი — ამერიკელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ორლანდო პრაიდში, ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნულ ლიგაში, უმაღლეს დივიზიონში.[3] ის არის ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ეროვნული გუნდის თანაკაპიტანი კარლი ლოიდსა და მეგან რაპინოუსთან ერთად 2018 - 2020 წლებში.[4][5]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ალექსანდრა მორგან კარასკო | ||
დაბადების თარიღი | 2 ივლისი, 1989 (1989-07-02) (34 წლის) | ||
დაბადების ადგილი | სან დიმასი, კალიფორნია, აშშ[1] | ||
სიმაღლე | 1.72 მეტრი | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ორლანდო პრაიდი | ||
ნომერი | 13 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2007 - 2010 | კალიფორნია გოლდენ ბირზი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2008–209 | უესტ ქოუსთი | 2 | (2) |
2010 | კალიფორნია სტორმი | 3 | (5) |
2010 | პალი ბლუზი | 3 | (1) |
2011 | უესტერნ ნიუ იორკ ფლეში | 13 | (4) |
2012 | სიეტლ საინდერს ვუმენი | 3 | (2) |
2013-2015 | პორტლენდ თორნსი | 36 | (15) |
2016 | ორლანდო პრაიდი | 15 | (4) |
2017 | ლიონი | 8 | (5) |
2017-2020 | ორლანდო პრაიდი | 38 | (14) |
2020 | ტოტენჰემ ჰოტსპური | 14 | (2) |
2021- | ორლანდო პრაიდი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008 | აშშ U20 | 10 | (5) |
2010– | აშშ | 173 | (108) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 თებერვალი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 27 თებერვალი, 2021 |
2013 წელს, ქალთა ეროვნული საფეხბურთო ლიგის ინაუგურაციული სეზონზე, მორგანი შეუერთდა პორტლენდ თორნსს და გუნდს ამავე წლის ლიგის მოგებაში დაეხმარა. მორგანმა თორნში 2015 წლის სეზონის განმავლობაში ითამაშა, მოგვიანებით კი ორლანდო პრაიდში გადავიდა. 2017 წელს მორგანმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ფრანგულ გუნდ „ლიონთან“. გუნდთან ერთად მორგანმა მოიგო კონტინენტური ევროპის ტრიპლეტი, რომელშიც შედიოდა უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაც.
2018 წლის ივნისში გამოვიდა ფილმი,სახელწოდებით ალექსი და მე სადაც მორგანის სამსახიობო დებიუტი შედგა. ფილმში ფეხბურთელი საკუთარი თავის გამოგონილ ვერსიას განასახიერებს.
2015 წელს ჟურნალმა ტაიმმა მორგანი ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ ფეხბურთელად დაასახელა. მორგანი, კანადელ ქრისტინე სინკლერისა და ავსტრალიელ სტეფ კატლისთან ერთად, გახდა პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელიც ფიფას ვიდეო თამაშების გარეკანზე გამოჩნდა 2015 წელს. მორგანი ლიონელ მესისთან ერთად ასევე გამოჩნდა FIFA 16-ის ამერიკულ გარეკანზე. იგი დასახელდა Time-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის.[6]