აიდა ლუპინო
ამერიკელი კინორეჟისორი და მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
აიდა ლუპინო (ინგლ. Ida Lupino; დ. 4 თებერვალი, 1918 — გ. 3 აგვისტო, 1995) — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორი და პროდიუსერი, რომელიც 1950-იანი წლების ჰოლივიდის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ქალ რეჟისორად მიიჩნევა.[1] დამოუკიდებელი კინოწარმოების კომპანიის მფლობელი ლუპინო რამდენიმე სოციალური გზავნილის მქონე ფილმის სცენარისტი და პროდიუსერი იყო. იგი პირველი ქალი რეჟისორია, რომელმაც ნუარის ჟანრის ფილმი გადაიღო.
სწრაფი ფაქტები აიდა ლუპინო, დაბადების თარიღი ...
აიდა ლუპინო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 თებერვალი, 1918 ლონდონი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
3 აგვისტო, 1995 (77 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ალმა-მატერი | დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1931–1978 |
დახურვა
48-წლიანი კარიერის მანძილზე ლუპინომ 59 ფილმში ითამაშა, ხოლო გადაიღო რვა ფილმი. მას აგრეთვე სხვადასხვა სატელევიზიო პროექტების 100-ზე მეტი სერია აქვს გადაღებული, მათ შორის ვესტერნის, სიტკომის, მისტიკისა თუ განგსტერულ ჟანრში.[2] იგი ძირითადად აშშ-ში მუშაობდა, რომლის მოქალაქეც 1948 წელს გახდა.