ათასწლეულის სამიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ათასწლეულის სამიტი (ინგლ. Millennium Summit) ― შეხვედრა მსოფლიოს ლიდერებს შორის, რომელიც სამ დღეს, 2000 წლის 6 სექტემბრიდან 8 სექტემბრამდე გაგრძელდა,[1][2] გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. სამიტის მიზანი XXI საუკუნის გარიჟრაჟზე გაერთიანებული ერების როლის განხილვა იყო.[3] შეხვედრაზე მსოფლიოს ლიდერებმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინეს.[4] 2000 წლისთვის ეს ისტორიაში მსოფლიოს ლიდერთა ყველაზე დიდი შეხვედრა იყო.[3] ათასწლეულის სამიტს 5 წლის შემდეგ მსოფლიო სამიტი მოჰყვა, რომელიც 2005 წლის 14-16 სექტემბერს ჩატარდა.