ავსტრიის იმპერია
From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრიის იმპერია — შეიქმნა 1804 წელს, 1867 წელს კი ავსტრია-უნგრეთის კომპრომისის შემდეგ გარდაიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერიად. ავსტრიის იმპერია იყო მრავალეროვნული სამეფო და იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ ერთი უძლიერესი სახელმწიფო. ავსტრიის იმპერია იყო ევროპის უდიდესი ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემდეგ, ასევე რუსეთის იმპერიის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფო იყო მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და ყველაზე დიდი სახელმწიფო გერმანიის კონფედერაციაში როგორც ტერიტორიის ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.
ავსტრიის იმპერია Kaiserthum Oesterreich | ||||||
ყოფილი იმპერია | ||||||
| ||||||
| ||||||
დევიზი Alles Erdreich ist Österreich untertan მთელი მსოფლიო ექვემდებარება ავსტრიას | ||||||
ჰიმნი Gott erhalte Franz den Kaiser ღმერთო დაიფარე იმპერატორი ფრანცისი | ||||||
ავსტრიის იმპერია 1815 წლისთვის. | ||||||
ავსტრიის იმპერია და მისი რეგიონები | ||||||
დედაქალაქი | ვენა | |||||
ენები | გერმანული იტალიური პოლონური რუმინული სლოვაკური სლოვენური სერბული უნგრული ჩეხური ხორვატული | |||||
რელიგია | რომაული კათოლიკობა | |||||
მთავრობა | მონარქია | |||||
იმპერატორი | ||||||
- | 1804–1835 | ფრანც I | ||||
- | 1848–1867 | ფრანც იოზეფ I | ||||
მინისტრ-პრეზიდენტი | ||||||
- | 1821–1848 | კლემენს მეტერნიხი | ||||
- | 1867 | ფრიდრიხ ბეისტი | ||||
ისტორია | ||||||
- | გამოცხადება | 11 აგვისტო 1804 | ||||
- | ვენის კონგრესი | 8 ივნისი 1815 | ||||
- | კოსნტიტუცია | 20 ოქტომბერი 1860 | ||||
- | ომი პრუსიასთან | 14 ივნისი 1866 | ||||
- | პრაღის ნაწილი | 23 აგვისტო 1866 | ||||
- | კომპრომისი | 30 მარტი 1867 | ||||
ფართობი | ||||||
- | 1804 | 698 700 კმ² (269 770 მლ²) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 1804 წელი | 21 200 000 | ||||
სიმჭიდროვე | 30,3 /კმ² (78,6 /მლ²) | |||||
ვალუტა | ავსტრიულ-უნგრული გულდენი | |||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ავსტრია ბოსნია და ჰერცეგოვინა ხორვატია ჩეხეთი უნგრეთი იტალია მონტენეგრო პოლონეთი რუმინეთი სერბეთი სლოვაკეთი სლოვენია უკრაინა | |||||
ავსტრიის იმპერიის შემდეგ არსებობა ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ განაგრძო, იმპერიის ავსტრია-უნგრეთის იმპერიად გამოცხადება იყო დიპლომატიური ნაბიჯი, რითაც იმპერიაში უნგრეთის სტატუსი ამაღლდა, რაც 1867 წლის ავსტრია-უნგრეთის კომპრომისით იყო გამოწვეული. ავსტრია-უნგრეთის იმპერია კი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თავად დაიშალა სხვადასხვა სახელმწიფოებად.