ჰაინრიხ I ფრინველმჭერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაინრიხ I (დ. დაახლ. 876 — გ. 2 ივლისი, 936, მემლებენი) — გერმანიის მეფე 919 წლიდან, საქსონიის ჰერცოგი (912 წლიდან) ლიუდოლფინგების გვარიდან (მეტსახელად "ფრინველმჭერი"), საქსონიური დინასტიის დამაარსებელი. 925 წელს ბრძოლით დაიბრუნა ლოთარინგია. უნგრელთა თარეშის აღსაკვეთად შექმნა სიმაგრეთა სისტემა და მძლავრი კავალერია. 933 წელს რიადის ბრძოლაში (მდინარე უნსტრუტთან) დაამარცხა უნგრელები. 928–929 წლებში დაიწყო ელბისპირა სლავების (პოლაბების) მიწა-წყლის დაპყრობა.
ტერმინს „ჰაინრიხ I“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჰაინრიხ I. |