ხუთშაბათი
From Wikipedia, the free encyclopedia
ხუთშაბათი — კვირის დღე ოთხშაბათსა და პარასკევს შორის. ძველ რომაელებში ეს დღე ეძღვნებოდა ღვთაება იუპიტერს, ძველ გერმანულ ტომებში - თორს. აქედან უნდა მომდინარეობდეს ამ დღის ინგლისური სახელწოდება (Thursday). ზოგიერთ ხელშეკრულებებში ხუთშაბათი არის დღე, რომელიც განსაზღვრავს კვირების ნუმერაციას: წლის პირველ კვირად მიიჩნევა ის კვირა, რომელიც შეიცავს წლის პირველ ხუთშაბათს. ტრადიციისამებრ, დიდ ბრიტანეთში არჩევნები ტარდება ხუთშაბათობით.