ხეობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხეობა — მდინარის ეროზიული მოქმედების შედეგად გამომუშავებული რელიეფის უარყოფითი ფორმა. ძირი ნაწილობრივ მდინარის კალაპოტს უჭირავს, ფერდობებზე ხშირად ტერასებია. განივკვეთი უმთავრესად V-ებრი პროფილისა აქვს, მყინვარის მოქმედების შედეგად გადამუშავებულ ხეობას კი — U-ებრი. მთებისთვის დამახასიათებელია ვიწრო და ღრმა ხეობები, ვაკისათვის — გაშლილი.
ტერმინს „ხეობა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხეობა (მრავალმნიშვნელოვანი). |