ჩინური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინური სამზარეულო — მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, რთული და მრავალფეროვანი. ჩინელებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი, გემო და სურნელება, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება კერძი. ჩინური სამზარეულოს ისტორია ნეოლითის ეპოქიდან იღებს სათავეს. იგი მოიცავს სტილის მრავალფეროვნებას ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, ისევე როგორც ჩინელი ხალხი მთელ მსოფლიოში მოიცავს აზიის უმეტეს ნაწილს. ჩინური სამზარეულოს ისტორია ათასობით წელს ითვლის, ის ამ ხნის განმავლობაში მუდივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. რეგიონების ჩამოყალიბებამ და კლიმატის მრავალფეროვნებამ, საიმპერატორო მოდამ და მოსახლეობის მრავალფეროვანმა გემოვნებამ შეცვალა და მრავალფეროვანი გახადა ჩინური სამზარეულო. დროთა განმავლობაში, სხვა ქვეყნების სამზარეულოს ტექნიკა და ინგრედიენტები ერეოდა ჩინურ სამზარეულოს ვაჭრობის და სხვა ფაქტორების გამო. დღესდღეობით ის უკვე მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული.
ჩინური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ბრინჯი, რომელიც გამოიყენება ჩინეთის ყველა რეგიონში. მისი გამოყენებისა და დამზადების პროცესი კი ყველა რეგიონში განსსხვავებულია.
რაც შეეხება საჭმელ ჩხირებს (ჩინურად „ქუაიწ“), ის ჩინური სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ძირითადად გამოიყენება მყარი საჭმელებისთვის, ხოლო წვნიანი საჭმელებისთვის, ჩვეულებისამებრ, კოვზით სარგებლობენ. ბოლო დროს უფრო მეტად გამოიყნება ბამბუკისა და პლასტმასის ჩხირები.
ზოგადად, განხვავებული კლიმატური პირობების გამო, სხვადასხვა რეგიონებში ჩინური კერძების მომზადების წესი და გემო განსხვავებულია, ეს ასევე დამოკიდებულია ეთნიკურ ჯგუფზე. სამხრეთელებს უყვართ ნაკლებად მლაშე კერძები, რომელთაც ნაკლები სურნელება ახასიათებს., ხოლო ჩრდილოელებს უყვართ კერძები მარილითა და სოიოს სოუსით. სიჩუანელებისთვის წარმოუდგენელია კერძი წიწაკის გარეშე, შანსიში მოსწონთ ძმრიანი საჭმელები. ამდენად, ჩინეთში უამრავი რეგიონალური სამზარეულოა.
არსებობს ჩინეთის ოთხი ყველაზე ცნობილი რეგიონული სამზარეულოს სკოლა, ესენია: „ჩუანცაი“ – სიჩუანური სამზარეულო, „იუეცაი“ – კანტონური სამზარეულო, „ლუცაი“ – შანტუნგის სამზარეულო და „ხუაი'იანგ ცაი“ – უ ძიანგსუს სამზარეულო.