ფსიქოთერაპია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფსიქოთერაპია — ფსიქოლოგიური საშუალებებისა და ხერხების (ჰიპნოზი, შთაგონება, აუტოტრენინგი, ჯგუფური ფსიქოთერაპია) გამოყენებით ადამიანის ფსიქიკაში ინტერვენცია ქცევის შეცვლის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემების გადალახვის გაადვილების მიზნით.
ფსიქოთერაპია მიისწრაფვის გააუმჯობესოს ადაიმანის ცხოვრების ხარისხი, და მენტალური ჯანმრთელობა, გადალახოს ან შეამციროს პრობლემური ქცევა, რწმუნებულებები, კომპულსიები, ფიქრები ან/და ემოციები, გააუმჯობესოს ურთიერთობები და სოციალური უნარები. არსებობს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ფორმები, მეთოდები და მიმდინარეობები. ზოგი მათგანი არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული დიაგნოსტირებული მენტალური აშლილობების სამკურნალოდ. ხოლო ზოგიერთი მათგანი გაკრიტიკებულია როგორც ფსევდომეცნიერული.
არსებობს ათასობით ფსიქოთერაპიული ტექნიკა. ფსიქოთერაპევტი არის მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი. მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ასევე მიეკუთვნება ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი, მენტალური ჯანრმთელობის მედდა, კლინიკური და სოციალური მუშაკი, ოჯახის კონსულტანტი და სხვა.