ფსიქიატრია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფსიქიატრია (ბერძ. ψυχή – სული და ბერძ. ιατρός – ექიმი; ბერძ. ιατρικός – საექიმო, სამედიცინო) — მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ფსიქიკურ დაავადებათა გამოვლინებებს, მიმდინარეობას, წარმოშობის მიზეზებს, განვითარების მექანიზმებს, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. განარჩევენ ზოგად ფსიქიატრიას (შეისწავლის ფსიქიკური მოშლილობების ძირითადად კანონზომიერებებს) და კერძოს (შეისწავლის ცალკეულ ფსიქიკურ დაავადებას). ფსიქიატრიის დარგებია:
- ბავშვთა ფსიქიატრია
- გერონტოფსიქიატრია
- სასამართლო ფსიქიატრია
- ნარკოლოგიური ფსიქიატრია
- სოციალური ფსიქიატრია
- ბიოლოგიური ფსიქიატრია
ფაიქიატრიის ცალკე მიმართულებაა ეგრეთ წოდებული მცირე ფსიქიატრია, რომლის შესწავლის საგანია მოსაზღვრე მდგომარეობანი (ნევროზი, ფსიქოპათია, რეაქტიული მდგომარეობა).