ტუტე
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუტე — ტუტე ლითონების, ტუტემიწა ლითონების და ამონიუმის ჰიდროქსიდები. დისოციაციის დროს ტუტეები წარმოქმნიან იონებს OH− და ლითონის იონებს. ფუძე (ტუტე) რთული ნივთიერებაა, რომელიც შედგება ლითონის ატომისა და ერთი ან რამდენიმე ჰიდროქსილის ჯგუფისაგან. ფუძე მჟავას ქიმიური მოწინააღმდეგეა. ტუტეების ფორმულების გრაფიკული გამოსახვისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ჟანგბადის ატომი ერთი სავალენტო ბმით შეერთებულია წყალბადთან, მეორე კი მეტალის ატომთან.
ტუტეებს მიეკუთვნება პერიოდული სისტემის I და II ქვეჯგუფის ლითონების ჰიდროქსიდები, ესენია: NaOH — ეწოდება მწვავე ნატრი; KOH — მწვავე კალი; Ca(OH)2 — ჩამქრალი კირი; Ba(OH)2 — მწვავე ბარიტი. მწვავე ტუტეები — ტრივიალური დასახელება ლითიუმის LiOH, ნატრიუმის NaOH, კალიუმის КОН, რუბიდიუმის RbOH, და ცეზიუმის CsOH ჰიდროქსიდები.