სუამი
From Wikipedia, the free encyclopedia
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (სუამი) — სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1997 წლის ოქტომბერში ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე რესპუბლიკის მიერ — საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდოვა (1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით მასში აგრეთვე შედიოდა უზბეკეთი). ორგანიზაციის სახელი მასში გაერთიანებულ სახელმწიფოთა სახელებისგან შემდგარი აკრონიმია. უზბეკეთის გასვლამდე მას ეწოდებოდა სუუამის ქვეყნები.