პარიზის უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
პარიზის უნივერსიტეტი (ფრანგ. Université de Paris) უკეთ ცნობილი, როგორც სორბონი (ფრანგ. Sorbonne) — უნივერსიტეტი პარიზში, რომელიც მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა და ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. 1970 წელს რეორგანიზაციის შედეგად იგი დაიყო 13 ავტონომიურ უნივერსიტეტად (პარიზის უნივერსიტეტი I–XIII) თუმცა ფორმალური ერთიანობა შენარჩუნდა და ცამეტივე უნივერსიტეტს დღემდე საერთო რექტორი და მმართველი საბჭო ჰყავს. უნივერსიტეტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც სორბონი, იგივე სახელწოდების კოლეგიატის (Collège de Sorbonne) მიხედვით, რომელიც 1253 წელს რობერ დე სორბონმა დააფუძნა. სორბონის ისტორიულ შენობაში იმყოფება მმართველი საბჭო და უნივერსიტეტის ოთხი შთამომავალი, მათ შორის სამი კი დასახელებაში შეიცავს ტერმინ სორბონს.
პარიზის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Hic et ubique terrarum |
დაფუძნდა | დაახ. 1150 |
ატარებს სახელს | პარიზი და Robert de Sorbon |
ტიპი | საჯარო |
ქალაქი | პარიზი |
ქვეყანა | საფრანგეთი |
კავშირები | ORCID[1] და European Open Science Cloud Association[2] |
Sorbonne.fr |
სორბონი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.