სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება — საზავო ხელშეკრულება ოსმალეთსა და რუსეთს შორის, დაიდო 1878 წლის 3 მარტს სტამბოლის მახლობლად, სან-სტეფანოში. ეს იყო პრელიმინალური (წინასწარი) ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომი.