რუტილი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუტილი (<ლათ. rutilus — მოყვითალო-წითელი, ხასხასა წითელი) — ჟანგეულების კლასის მინერალი; -ის ერთ-ერთი პოლიმორფული მოდიფიკაცია. მინარევებია , , , , და სხვ. კრისტალდება ტეტრაგონურ სინგონიაში. კრისტალები პრიზმისებრი ან ნემსისებრი აქვს. რუტილი უფეროა, მინარევებისაგან ხშირად შეფერილია წითლად. ნახევრად გამტარია, ახასიათებს ანტიფერომაგნეტიზმი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 6–6,5; სიმკვრივე 4200–5600 კგ/მ³.
სწრაფი ფაქტები რუტილი, საერთო ...
რუტილი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | TiO2 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | უფერო, მინარევებთა ერთად — სხვადასხვა |
კრისტალის სინგონია | ტეტრაგონური |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6–6,5 |
სიმკვრივე | 4200–5600 კგ/მ³ |
დახურვა
რუტილი გავრცელებული აქცესორული მინერალია. პეგმატიტებსა და ჰიდროთერმულ ძარღვებში გვხვდება რუტილის დიდი ზომის კრისტალები. რუტილის შემცველი მეტამორფული ქანები ხშირად ტიტანის მადანს წარმოადგენს. განსაკუთრებული სამრეწველო მნიშვნელობა აქვს რუტილის შემცველ ქვიშრობებს. სინთეზურ რუტილს იყენებენ საიუველირო საქმეში.