რომის სამეფო
From Wikipedia, the free encyclopedia
რომის სამეფო (ლათ. Regnum Romanum) — მონარქიული სახელმწიფო რომში ძვ. წ. 753-ძვ. წ. 510, ქალაქის დაარსებიდან რესპუბლიკად გამოცხადებამდე. რომის სამეფოს შესახებ მწირი წერილობითი ცნობებია შემორჩენილი, ხოლო ჩვენამდე მოღწეული ისტორიის დიდი ნაწილი, რომის რესპუბლიკისა და იმპერიის პერიოდშია დაწერილი და მეტწილად ლეგენდებს ეფუძნება. ქალაქის დამაარსებლები იყვნენ წარმოშობით ტროელები, ტყუპი ძმები რომულუსი და რემუსი. რომულუსი, ძმის მკვლელობის შემდეგ, ქალაქისთვის სახელის მიმცემი და რომის პირველი მეფე გახდა. უკანასკნელი მონარქი ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი იყო, რომელიც ხალხმა უსამართლო და უზნეო მმართველობის გამო დაამხო. შედეგად რომში მეფობა დასრულდა და დაიწყო რესპუბლიკის ხანა.
რომის უძველესი უბნები | |
ოფიციალური ენა | ლათინური |
დედაქალაქი | რომი |
მმართველობის ფორმა | მონარქია |
სახელმწიფოს მეთაური | მეფე |
საკანონმდ. ორგანო | რომის სენატი |
დაარსება | ძვ. წ. 753 |
არსებობის შეწყვეტა | ძვ. წ. 510 |
პირველი მეფე | რომულუსი (ძვ. წ. 753–ძვ. წ. 717) |
უკანასკნელი მეფე | ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი (ძვ. წ. 535–ძვ. წ. 510) |
წინამორდები წყობა | (არა) |
შემდგომი წყობა | რომის რესპუბლიკა |