რობერტ შუმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალექსანდრე რობერტ შუმანი (დ. 8 ივნისი, 1810 — გ. 29 ივლისი, 1856) — გერმანელი პიანისტი, კომპოზიტორი და მუსიკის კრიტიკოსი. მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული კომპოზიტორი. პატარობიდან რობერტს უნდოდა ვირტუოზი პიანისტი გამხდარიყო. ის სწავლობდა ფრიდრიხ ვიკთან. რამდენიმე წელი ვიკთან სწავლის შემდეგ რობერტი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პიანისტი. გარდაიცვალა 1856 წლის 29 ივლისს და დაკრძალულია ქალაქ ბონში.
ალექსანდე რობერტ შუმანი | |
---|---|
რობერტ შუმანი | |
მშობლიური სახელი | მამა — ავგუსტ შუმანი, დედა — იოანა შნაბელი |
დაბადების თარიღი | 8 ივნისი, 1810 |
გარდაცვალების თარიღი |
29 ივლისი, 1856 (46 წლის) დრეზდენი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პიანისტი |
1840 წელს რობერტ შუმანს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
იმავე წელს, 12 სექტემბერს, ლაიფციგის ეკლესიაში შუმანი თავისი მასწავლებლის ფრიდრიხ ვიკის ქალიშვილზე, გამოჩენილ პიანისტზე კლარა ვიკზე დაქორწინდა.
შუმანმა დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის სამყაროში, არა მარტო როგორც კომპოზიტორმა და პიანისტმა, ასევე როგორც მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ის თავის წერილებს გაზეთებსა და ჟურნალებში აქვეყნებდა მაესტრო რაროს, ფლორესტანისა და ევზესიუსის ფსევდონიმით.