ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (რუს. Орден Октябрьской революции) — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულებით ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად დაწესებული ორდენი. სოციალიზმის აშენებისა და კომუნიზმის მშენებლობაში დიდი დამსახურებისათვის ამ ორდენით აჯილდოებენ სსრკ მოქალეებს, ორგანიზაციებს, რესპუბლოკებს, მხატვრებს და სხვ.; ორდენივერცხლისაა. მბრწყინავ ხუთქიმიან ფონზეა მოოქრული, წითელი ემალით დაფარული ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელზეც გამოსახულია კრეისერი "ავრორა". ორდენს იბნევენ მკერდის მარცხენა მხარეს, ლენინის ორდენის შემდეგ.