მთვარისმიერი კალენდარი
From Wikipedia, the free encyclopedia
მთვარისმიერი კალენდარი — კალენდრის სახესხვაობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მთვარის ფაზების ცვლის პერიოდი, ანუ სინოდური თვე (≈29.530589 დღე-ღამე; 29 დღე-ღამე, 12 საათი, 44 წუთი, 2.9 წამი). თვეების დასაწყისი დაახლოებით ემთხვევა ახალმთვარეობის მომენტებს. მთვარისმიერ კალენდარში მთვარისმიერ წელიწადი 29 ან 30 დღე-ღამისაგან შედგენილ 12 მთვარისმიერ თვეს შეიცავს და შეიძლება 354 ან 355 დღე-ღამისაგან შედგებოდეს. მთვარისმიერი წელიწადის დასაწყისი ცვალებადია და წლის სხვადასხვა დროზე მოდის, რაც უხერხულობას ქმნის. ამიტომ მთვარე-მზისიერ კალენდრებში, რომელთაც საფუძვლად მთვარისმიერი წელიწადი უდევს, იყენებენ 13 თვიან მთვარისმიერ წელიწადს.