კასერესის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
კასერესი (ესპ. Cáceres) — პროვინცია დასავლეთ ესპანეთში, ესტრემადურის დასავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება პორტუგალია და ესპანეთის შემდეგი პროვინციები: სალამანკა, ავილა, ტოლედო და ბადახოსი.
პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 411,531 კაცს (2007 წლის მონაცემებით), რომლის ერთი მეხუთედი ცხოვრობს მის დედაქალაქ კასერესში.