ვიკიპედია:გვერდის წაშლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ადმინისტრატორების ერთ-ერთი მოვალეობაა გვერდის წაშლა. გვერდი შეიძლება იქნეს წაშლილი, თუ იგი:
- ვიკიპედიის წესს არღვევს (ძირითადად მხედველობაშია დახმარება:რა არ არის ვიკიპედია);
- ცარიელია ან ქართულენოვან მკითხველთათვის მარტო ტრივიალური ინფორმაციის შემცველია;
- არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს ვიკიპედიისთვის და მისი მკითხველთათვის;
- ენციკლოპედიის ფორმატს არ შეესაბამება;
- ვანდალიზმით არის ნაქმნი და არა აქვს სასარგებლო წინა ვერსიები;
- შეიცავს მხოლოდ სარეკლამო ხასიათის მასალას და სხვა არაფერს;
- არღვევს საავტორო უფლებებს (მაგალითად, პირდაპირ გადმოწერილია სხვა ვებ-გვერდიდან);
- არ წერია სალიტერატურო ქართული ენით მეცნიერულ სტილში.
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
|
როცა წაშლილი გვერდი შეესაბამებოდა რომელიმე ზემოაღნიშნულ პირობას, გთხოვთ, ადმინისტრატორს არ მიმართოთ წაშლის მიზეზის კითხვით.
ბმულები, რომლებიც არაარსებულ გვერდზე მიუთითებს, წითლად არის შეფერილი. ცარიელი გვერდის შექმნა ასეთ ბმულებს ფერს უცვლის, რაც ვიკიპედიის წაკითხვას არასასიამოვნოს ხდის, რადგანაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოცემულ თემაზე სტატია არსებობს, მაგრამ იმ გვერდზე გადასვლა არავითარ ინფორმაციას არ იძლევა.
ადმინისტრატორთა საყურადღებოდ! — აშკარა ვანდალიზმის გარდა სხვა შემთხვევაში გვერდის შექმნისთანავე არ წაშალოთ გვერდები. იქნებ ვინმე მომხმარებელი წაშლის წინააღმდეგი იყოს და შემდეგ გვერდის აღდგენა მოითხოვოს. ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია ჯერ თარგი ჩასვათ და მინიმუმ ერთი კვირა დაიცადოთ.