ვენის სახელმწიფო ოპერა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვენის სახელმწიფო ოპერა (გერმ. Wiener Staatsoper) მდებარეობს ვენაში, ავსტრია, და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საოპერო თეატრია ევროპასა და მთელ მსოფლიოში. 1920 წლამდე "ვენის კარის ოპერა" ერქვა (k.k. Hofoper).
ოპერის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული დირიჟორი იყო გუსტავ მალერი. მისი მოღვაწეობის პერიოდში მალერმა აღზარდა მომღერალთა ახალი თაობა, მათ შორის ანა ბარ-მილდენბურგი, სელმა კურცი და ლეო სლეზაკი. მასვე ეკუთვნის სცენის ისტორიული მდიდრული დეკორაციების უფრო მოდერნისტულ, იუგენდსტილის გემოვნებით შეცვლა. მალერმა შემოიღო თეატრში წარმოდგენის დროს განათების დამუქების პრაქტიკა, რასაც თავდაპირველად მაყურებელთა წინააღმდეგობა შეხვდა.
კომპანიას ამჟამად სეიჯი ოზავა მეთაურობს. ვენის ოპერის სხვა დირიჟორთა შორის იყვნენ ჰანს რიხტერი, ფელიქს ვაინგარტნერი, რიხარდ შტრაუსი, კლემენს კრაუსი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, ბრუნო ვალტერი, კარლ ბომი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, ლორინ მააცელი, კლაუდიო აბადო და რიკარდო მუტი.
ფონ კარაიანის დირექტორობამდე ვენის ოპერას პერმანენტული ანსამბლი ჰყავდა. ფონ კარაიანმა შემოიღო მოწვეულ მომღერალთა პრაქტიკა. თეატრს მჭიდრო კავშირი აქვს ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან, რომლის წევრები ვენის სახ. ოპერის ორკესტრიდან ირჩევიან.