დიდუბე
რაიონი თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
დიდუბე — თბილისის ერთ-ერთი უბანი, ქალაქის ტერიტორიული ნაწილი 1870-იანი წლებიდან. მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე, მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს. წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი დუბე“ ე. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი“ (V ს.).
ტერმინს „დიდუბე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიდუბე (მრავალმნიშვნელოვანი). |