დავითის ვარსკვლავი
From Wikipedia, the free encyclopedia
დავითის ვარსკვლავი (ებრ. מָגֵן דָּוִד — მაგენ დავიდ, „დავითის ფარი“; იდიშში გამოითქმის როგორც მოგენდოვიდი) — ექვსკუთხა ვარსკვლავის, ჰექსაგრამის ფორმის ემბლემა, სადაც ორი ტოლგვერდა სამკუთხედი ერთმანეთზეა.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
დავითის ვარსკვლავი გამოსახულია ისრაელის დროშაზე და არის მისი ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო.
ლეგენდის თანახმად, ეს სიმბოლო გამოსახული იყო მეფე დავითის მეომრების ფარებზე, მისი მეორე ვარიანტი პენტაგრამა (ხუთკუთხა ვარსკვლავი), ცნობილია „სოლომონის ბეჭდის სახელით“, თუმცა ამ პენტაგრამების კავშირი მეფე სოლომონის სახელთან (ისევე როგორც ჰექსაგრამის — მეფე დავითთან) დამტკიცებული არ არის და ითვლება შუასაუკუნეების ერთ-ერთ ლეგენდად.
ეს სტატია ისრაელისა და ებრაელების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის შევსებაში. |