ბრიგანტინა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრიგანტინა (იტალ. brigantino) — ორანძიანი აფრიანი გემი, რომელსაც წინა ანძაზე (ფოკა-ანძა) პირდაპირი აფრები აქვს, მეორე ანძაზე (გროტ-ანძა) კი — ირიბი. XVI—XVIII საუკუნეებში ბრიგანტინას უწოდებდნენ მეკობრეთა მსუბუქ სწრაფმავალ გემს. XVIII საუკუნეში ბრიგანტინა სამხედრო ფლოტში ძირითადად სადაზვერვო ხომალდის დანიშნულებას ასრულებდა.