ალფონსო IX (ლეონი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალფონსო IX (ესპ. Alfonso IX; დ. 15 აგვისტო, 1171, სამორა — გ. 23 სექტემბერი, 1230, სარია) — ლეონის მეფე, კასტილიის მეფეების გვარიდან, ზეობდა 1188–1230 წლებში. ფერდინანდ II-ისა და ურაკა პორტუგალიელის ვაჟი. იქორწინა 1190 წელს ტერეზიაზე, პორტუგალიის მეფის სანჩო I-ის ასულზე და 1198 წელს ბერენგალაზე, კასტილიის მეფის ალფონსო VIII-ის ასულზე.