ალჟირი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ალჟირი, ელ-ჯაზაირი (არაბ. مدينة الجزائر; Madīnat al-Jazā'ir, ფრანგ. Alger) — ალჟირის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირას. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს „ელ-ჯაზაირიდან“ რაც არაბულად ნიშნავს კუნძულს. შუა საუკუნეებში ქალაქის მახლობლად მდებარეობდა 4 კუნძული, რომლებიც 1525 წელს გახდნენ მატერიკის ნაწილები. თავის მხრივ, სახელწოდება ალ-ჯაზაირ არის ქალაქის ძველი სახელის აბრევიატურა. არაბულ. جزائر بني مزغانة ჯაზაირ ბნი მაზღანა, რომელსაც იყენებდნენ
ტერმინს „ალჟირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალჟირი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ალჟირი الجزائر | |||||
ალჟირის ხედი | |||||
| |||||
ქვეყანა | ალჟირი | ||||
პროვინცია | ალჟირიალჟირი (პროვინცია)|ალჟირი | ||||
კოორდინატები | 36°42′00″ ჩ. გ. 3°13′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 944 | ||||
ფართობი | 273 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||||
ოფიციალური ენა | არაბული ენა და ბერბერო-ლიბიური ენები | ||||
მოსახლეობა | 2 029 936 კაცი (2002) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 021 | ||||
საფოსტო ინდექსი | 16000-16132 | ||||
შუასაუკუნეების გეოგრაფი, როგორიცაა ალ-იდრისი და იაკუტ ალ-ჰამავი.
მოსახლეობა — 2,988,145 ადამიანი იყო 2008 წლის აღწერით და 2011 წელს 3,500,000-ს მიაღწია.
ქალაქის თანამედროვე ნაწილი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიჰყვება, ძველი ნაწილი კი ციცაბო ბორცვზეა შეფენილი, რომლის თავზე, 140 მ ზღვის დონიდან, მდებარეობს ციტადელი. ციტადელი და ორი ნავსაყუდელი ქალაქის სამკუთხედს ქმნის.