ადგილობრივი თვითმმართველობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ადგილობრივი თვითმმართველობა — ადგილობრივი მმართველობის ფორმა, რომელიც ხორციელდება ადგილობრივ დონეზე არჩეული ორგანოების მეშვეობით. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება თვითმმართველ ერთეულებში. თვითმმართველი ერთეული შესაძლოა იყოს ერთი დასახლება, დასახლების ნაწილი, ან დასახლებათა ერთობლიობა. თვითმმართველი ერთეულები სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავდებიან სახელწოდებით, ზომით და მინიჭებული უფლებამოსილებებით. „ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ ქვეყნებში თვითმმართველობაში წამყვანი როლი ენიჭება თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.