NBA-ს წლის ახალბედის ჯილდო
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის ახალბედას ჯილდო — ჯილდო, რომელიც რეგულარული სეზონის საუკეთესო ახალბედას გადაეცემა 1952-53 წლების სეზონიდან მოყოლებული. გამარჯვებულს გადაეცემა ედი გოტლიბის თასი, რომელიც ფილადელფია უორიორსის მთავარ მწვრთნელის პატივსაცემად იქნა დარქმეული, რომელმაც გუნდს 1946-47 წლებში მაოგებინა NBA ჩემპიონის ტიტული. სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა. ყოველ წამყვანს შეუძლია 3 ხმა, მათ შორის პირველ მათგანს 5 ქულა ეძლევა, მეორე მათგანს 3 ქულა და მესამეს კი 1 ქულა. მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ეს ჯილდო.[1]
უკანასკნელი გამარჯვებული არის კაირ ირვინგი. წლის ახალბედის გამარჯვებულებიდან 14 მათგანმა, კარიერაში შეძლო ასევე NBA MVP ჯილდოს მოგება. უილტ ჩემბერლენი და უეს ანსილდმა ამ ორივე ჯილდოს მოპოვება ერთ სეზონში შეძლეს. 42 არა აქტიური მოთამაშიდან 19, შეყვანილი იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში. 19 გამარჯვებული არჩეული იქნენ დრაფტზე პირველი. 3 სეზონში დასახელებული იქნა 2 გამარჯვებული: დეივ ქოუენსი და ჯოფ პეტრი 1970-71 წლების სეზონში, გრანტ ჰილი და ჯეისონ კიდი 1994-95 წლების სეზონში და ელტონ ბრენდი დ ასტივ ფრენსისი 1999-00 წლების სეზონში.[2] ტიმ დანკანი - აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, პატრიკ იუვინგი - იამაიკა, პაუ გასოლი - ესპანეთი და კაირ ირვინგი ავსტრალია არიან ის გამარჯვებულები, რომლებიც არ არიან აშშ-ს ტერიტორიაზე დაბადებულები. (დანკანი არის ამერიკის მოქალაქე, მაგრამ ასევე არის საერთაშორისო მოთამაშე NBA მასშტაბით, რადგან არ იყო დაბადებული იმ 50 შტატში ან ვაშინგტონში).)[3] გასოლი არის ის ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც სრულად აშშ ფარგლებს გარეთ ვარჯიშობდა. დანკანი კოლეჯის კალათბურთს უეიკ ფორესტში თამაშობდა, ხოლო იუვინგი ბოსტონში იქნა იმიგრაციით ჩასული 11 წლის ასაკში.