CD-i-ს თამაშების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
ეს არის ვიდეო თამაშების კონსოლის, Philips CD-i-ს თამაშების სია, დალაგებული ანბანის მიხედვით. ის აგრეთვე შეიცავს გაუქმებულ თამაშებსაც, საერთო ჯამში 179 ერთეული.
Philips CD-iვ გამოვიდა 1991 წელს და დეველოპერების მიზანი იყო შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ფუნქციონალური იქნებოდა ვიდრე CD დამკვრელი და სათამაშო კონსოლი და ფასით პერსონალურ კომპიუტერზე ნაკლები იქნებოდა. გარდა თამაშებისა, კონსოლზე გამოდიოდა საგანმანათლებლო და მულტიმედიური კონტენტები, როგორებიც არის ინტერაქტიული ენციკლოპედიები და მუზეუმების ტურები. CD-i არის ერთ-ერთ ადრეულ სისტემა, რომელმაც კონსოლში დანერგა ინტერნეტ მახასიათებლები, მათ შორის ვებ გვერდების დათვალიერება, გადმოტვირთვა, ელექტრონული ფოსტა და ონლაინ თამაშები, რომელთა განხორციელება შესაძლებელი იყო 1996 წელს გამოსული Philips-ის დამატებითი მოდემის საშუალებით. კონსოლი წარუმატებელი აღმოჩნდა როგორც კრიტიკოსებისგან, ასევე კომერციულადაც.