3D ფილმი
From Wikipedia, the free encyclopedia
3-D (სამგანზომილებიანი) ფილმი ან S3D (სტერეოსკოპული 3D) ფილმი[1] — ფილმი, რომელიც ქმნის ეკრანზე ასახული მოქმედების რეალურობის ილუზიას. ამ ტექნიკის ერთ-ერთი წინამორბედი იყო სტერეოსკოპული ფოტოგრაფია. ფილმების სრულყოფილად აღსაქმელად გამოიყენება სპეციალური საპროექციო ტექნიკა და სათვალეები. 3-D ფილმები ხშირად წარმოდგენილია არა მხოლოდ კინოთეატრებში, არამედ სატელევიზიო გადაცემებსა და ვიდეორელიზებზე (DVD, Blu-Ray).