1848 წლის რევოლუციები
From Wikipedia, the free encyclopedia
1848 წელს აჯანყებებმა და საპროტესტო გამოსვლებმა მთელი ევროპა მოიცვა, რაც მთავრობებისადმი ხალხის უკმაყოფილებამ განაპირობა. ამ აჯანყებების უმრვალესობას საფუძვლად იგივე მიზეზები ედო, რაც საფრანგეთის რევოლუციას. ევროპის მრავალი ქვეყნის მოსახლეობას გაუჩნდა იმის შეგნება, რომ ხალხი უფრო მთავარია, ვიდრე „სახელმწიფო“ და მასაც უნდა ჰქონდეს სიტყვის უფლება საკუთარ მთავრობებში. აჯანყებებისა და მძაფრი პოტესტების საპასუხოდ, ზოგიერთ ქვეყნის ხელისუფლება შეეცადა, აღედგინა ძველი სახელისუფლებო სისტემები, მაგრამ 1848 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო.