ჰოლგერ ბადშტუბერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოლგერ ბადშტუბერი (გერმ. Holger Badstuber; დ. 13 მარტი, 1989; მემინგენი, დასავლეთ გერმანია) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ბუნდესლიგის კლუბ „შტუდგარტის“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი. ძირითადად თამაშობს ცენტრალური მცველის პოზიციაზე, თუმცა თამაში შეუძლია მარცხენა მცველის პოზიციაზეც.[2] მისი დებიუტი გერმანიის ბუნდესლიგაში შედგა 2009-2010 წლების სეზონში, 19 წლის ასაკში. მან ითამაშა თითქმის ყველა მატჩში და დაეხმარა კლუბს ჩემპიონატის და თასის მოგებაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში. ის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ჰოლანდიის ნაკრების ამჟამიდნელმა მწვრთნელმა, ლუი ვან გალმა განაცხადა, რომ ბადშტუბერი არის ყველაზე კარგი ცაცია გერმანელი მცველი.[3]
ბადშტუბერი გერმანიის ნაკრებთან ერთად 2012 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჰოლგერ ბადშტუბერი | ||
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1989 (1989-03-13) (35 წლის) | ||
დაბადების ადგილი | მემინგენი, დასავლეთ გერმანია | ||
სიმაღლე | 189 | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | შტუტგარტი | ||
ნომერი | 28 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–2000 | TSV როტი | ||
2000–2002 | შტუტგარტი | ||
2002–2007 | ბაიერნი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2007–2009 | ბაიერნი II | 55 | (7) |
2009–2017 | ბაიერნი | 119 | (1) |
2017 | → შალკე 04 (იჯარით) | 10 | (0) |
2017 | შტუტგარტი | 2 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007–2008 | გერმანია U19 | 2 | (0) |
2008–2009 | გერმანია U20 | 3 | (0) |
2009–2010 | გერმანია U21 | 8 | (2) |
2010– | გერმანია[1] | 31 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19:49, 1 დეკემბერი 2012 (UTC) ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 21:07, 16 ოქტომბერი 2012 (UTC) |
2017 წლის 10 იანვარს ბადშტუბერი იჯარით შეუერთდა საფეხბურთო კლუბ „შალკე 04“-ს[4] 2016-2017 წლის სეზონის დასრულებამდე.[5] 2017 წლის 4 აგვისტოს ბადშტუბერმა განაცხადა „შტუტგარტში“ დაბრუნების შესახებ.[6]