ჰერაკლიდების დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერაკლიდების დინასტია — ბიზანტიის იმპერატორების დინასტია, მეფობდნენ 610-711 წლებში. სახელი ეწოდა დინასტიის დამფუძნებლის, იმპერატორ ჰერაკლეს მიხედვით, რომელმაც 610 წელს ძალაუფლება სამხედრო გადატრიალების გზით ჩაიგდო ხელში. ჰერაკლიდების დინასტიის მმართველობის პერიოდს დაემთხვა არაბების გამოჩენა მსოფლიო ასპარეზზე. თავდაპირველი წარმატებების მიუხედავად არაბებმა კონსტანტინოპოლის აღება ვერ შეძლეს, ჰერაკლიდმა იმპერატორებმა წარმატებით შეძლეს არაბთა პირველი შემოტევის უკუგდება, თუმცა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების უუნარო მმართველობამ იმპერია ოცწლიანი ანარქიის პერიოდში ჩაითრია.