ჰელსინკის ბრძოლა-ეს იყო 1918 წლის ფინეთის სამოქალაქო ომის ბრძოლა, რომელიც მოხდა 12–13 აპრილს გერმანიის ჯარებსა და ფინელ თეთრებს შორის ფინელი ,,წითლების'' წინააღმდეგ ჰელსინკიში, ფინეთში. ტამპერესა და ვიბორგის ბრძოლებთან ერთად, ეს იყო ფინეთის სამოქალაქო ომის სამი ძირითადი ურბანული ბრძოლადან ერთ-ერთი. გერმანელები შეიჭრნენ ჰელსინკიში, ფინეთის თეთრი არმიის ლიდერის კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომელსაც სურდა დედაქალაქზე თავდასხმა საკუთარი ჯარით მას შემდეგ, რაც 6 აპრილს ტამპერე დაეცა. გერმანელებს საკუთარი ინტერესი ჰქონდათ. მათ სურდათ რაც შეიძლება სწრაფად აეღოთ ჰელსინკი და შემდეგ უფრო აღმოსავლეთით გამართულიყვნენ რუსეთის საზღვრისკენ. ქალაქი ომის დაწყებიდან 11 კვირის განმავლობაში იყო წითელი კონტროლის ქვეშ.
სწრაფი ფაქტები ჰელსინკის ბრძოლა, თარიღი ...
ჰელსინკის ბრძოლა |
---|
ფინეთის სამოქალაქო ომიაღმოსავლეთ ფრონტი, პირველი მსოფლიო ომი ნაწილი |
|
თარიღი |
12-13 აპრილი, 1918 წელი |
---|
შედეგი |
გერმანიის იმპერია-ის დაშიუცკორი-ის გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
სამხედრო ნაწილები |
---|
|
ძალები |
---|
გერმანელები-6 000
თეთრი გვარდია-2 000 |
1 500-2 000 გაერთიანებულ ძალებში |
|
დანაკარგები |
---|
გერმანელი-54
თეთრი გვარდია-23 |
დაახ. 400 მოკლული ან დასჯილი
4 000-6 000 შეპყრობილი |
|
დახურვა
გერმანული ბალტიის ზღვის დივიზია 3 აპრილს მივიდა ფინეთში და რვა დღის შემდეგ შევიდა ჰელსინკის ტერიტორიაზე. ქალაქის ცენტრში დამცველ წითელებს არ ჰქონდათ თავდაცვითი ხაზები ან ბარიკადები, მაგრამ იბრძოდნენ ცალკეულ შენობებსა და ბლოკებში, რომლებიც შემდეგ გერმანელებს სათითაოდ უნდა აეღოთ. ბრძოლის დროს ჰელსინკიში ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ღია იყო მაღაზიები და რესტორნები, ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუშაობდა ქარხნები. ცნობისმოყვარე მაყურებლები ისე ახლოს მიდიოდნენ, რომ გერმანელები მათ ეუბნებოდნენ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. შიუცკორის მხარდამჭერებმა გერმანელები განმათავისუფლებლებად მიიჩნიეს და მათ ყვავილები, ჩაი, ყავა და საჭმელი გადასცეს.
ბრძოლაში 500-მდე ადამიანი დაიღუპა. მათ რიცხვში შედის დაახლოებით 400 წითელი გვარდიის მებრძოლი, რომლებიც მოკლეს ან სიკვდილით დასაჯეს კაპიტულაციის შემდეგ, 54 გერმანელი და 23 თეთრი გვარდიის წევრი. სიკვდილით დასჯილი წითლების რაოდენობა გაურკვეველია, მაგრამ იგი შეფასებულია 20-დან 50-მდე.[1]ბრძოლის შემდეგ დააპატიმრეს 4000-დან 6000-მდე წითელი გვარდიის წევრი ან მხარდამჭერი.