ჰამიგუიტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰამიგუიტანის მთა (ტაგალ. Bundok Hamiguitan) — მთა ფილიპინებში, მდებარეობს აღმოსავლეთი დავაოს პროვინციაში, მისი სიმაღლეა ზღვის დონიდან 1 620 მეტრი. მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია ქვეყანაში გამორჩეულია მრავალფეროვანი ფაუნის და ფლორის წარმომადგენლებით. მხოლოდ აქ ბინადრობს ფილიპინური არწივი და აღმოჩენილია ნეპენტესის (Nepenthes) რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ერთ-ერთი (Nepenthes peltata) ენდემურია[1]. მთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცულ ლანდშაფტადაა გამოცხადებული ტყის 2 000 ჰა.
სწრაფი ფაქტები ჰამიგუიტანის მთის ნაკრძალი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ჰამიგუიტანის მთის ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | x |
სია | |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38-ე სესია) |
ნომერი | 1403 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ჰამიგუიტანის ნაკრძალის მთლიანი ფართობია 6 834 ჰა (68,34 კმ²), 2003 წლიდან გამოცხადებულია ეროვნულ პარკად და აღკვეთილად[2].
2014 წლის 23 ივნისს ჰამიგუიტანის მთის ნაკრძალი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[3].