ჯუჯა სახელმწიფო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუჯა სახელმწიფო — ზოგიერთი კატეგორიებით სიდიდის ნაკლებობის მიხედვით სხვა სახელმწიფოებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული სახელმწიფო (მაგალითად, ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა და სხვა).
ფართობის რაოდენობიდან გამომდინარე, ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორც წესი, ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომლებიც ფართობის მიხედვით ჩამორჩებიან ლუქსემბურგს. თუმცა თვითონ ლუქსემბურგიც ზოგჯერ ასევე ჯუჯა სახელმწიფოების რიცხვში შეჰყავთ.
ხშირად კრიტერიუმის სახედ ასევე იყენებენ მოსახლეობის რაოდენობას. ამასთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიაში ჯუჯა სახელმწიფოდ თვლიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობა არ აჭარბებს 1 მილიონ ადამიანს. ერთა თანამეგობრობის მოხსენებებში გამოიყენება ტერმინი მცირე ქვეყნები, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანზე ნაკლებია. და ბოლოს, ზოგჯერ ჯუჯა სახელმწიფოებს ეძახიან ისეთ სახელმწიფოებს, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა 500 ათას ადამიანზე ნაკლებია.