ჯორჯ არმსტრონგ კასტერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ არმსტრონგ კასტერი (George Armstrong Custer; დ. 5 დეკემბერი, 1839 — გ. 25 ივნისი, 1876) — აშშ–ის არმიის კავალერიის მეთაური ამერიკის სამოქალაქო ომში და ინდიელთა ომებში. ადრეული ასაკიდან დაწინაურებული ბრიგადირ–გენერლად, მოგვიანებით კი დაქვეითებული უფროს ლეიტენანტად. კასტერი ფიცხი და აგრესული მეთაური იყო სამოქალაქო იმის მრავალ ბრძოლაში, სადაც სახელი გაითქვა როგორც მოწინააღმდეგეთა საცხენოსნო პოზიციებზე გაბედულმა მოიერიშემ. სამოქალაქო ომში ის მიჩიგანის ბრიგადას წინამძღოლობდა. დამარცხებული და მოკლულ იქნა ადგილობრივი ინდიელების ტომების კოალიციის წინააღმდეგ ლიტლ-ბიგჰორნის ბრძოლაში.