ჯორდანო ბრუნო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორდანო ფილიპო ბრუნო (იტალ. Giordano Bruno; დ. 1548, ნოლა, ნეაპოლის მახლობლად — გ. 17 თებერვალი, 1600, რომი) — იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი.
ჯორდანო ბრუნო | |
---|---|
იტალ. Giordano Bruno ლათ. Iordanus Brunus Nolanus | |
დაბ. თარიღი | არაუადრეს იანვარი, 1548 და არაუგვიანეს თებერვალი, 1548 |
დაბ. ადგილი | ნოლა, ნეაპოლის სამეფო[1] [2] [3] |
გარდ. თარიღი | 17 თებერვალი, 1600(1600-02-17)[4] [1] [2] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [3] [13] [14] (52 წლის) |
გარდ. ადგილი | რომი[15] [1] [2] [3] |
მოქალაქეობა | ნეაპოლის სამეფო |
საქმიანობა | ასტრონომი[16] , ფილოსოფოსი[13] [16] , პოეტი, მწერალი[17] [3] [18] , უნივერსიტეტის პროფესორი, ასტროლოგი, მათემატიკოსი და Latin Catholic priest |
მუშაობის ადგილი | ჰელმშტედტის უნივერსიტეტი, University of Wittenberg, ოქსფორდის უნივერსიტეტი[19] , პარიზის უნივერსიტეტი[20] და ტულუზის უნივერსიტეტი[21] |
ალმა-მატერი | ფრდირიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Jean Hennequin[22] |
მეუღლე | |
გავლენა მოახდინეს | |
1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა. 8 წლის განმავლობაში ჯორდანო ბრუნო ციხეში იმყოფებოდა, ხოლო 1600 წლის 17 თებერვალს იგი კოცონზე დაწვეს.
ბრუნომ თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოაყალიბა შრომებში: „მიზეზის, საწყისისა და ერთიანის შესახებ“, 1584 წელი; „მონადის, რიცხვისა და ფიგურის შესახებ“, 1591 წელი; „განუზომლისა და ურიცხვის შესახებ“, 1591 წელი; ბრუნოს აზრით სამყარო უსასრულოა, იგი ერთგვაროვანი (ერთი და იმავე ელემენტებისაგან - ჰაერის, ცეცხლის, მიწის, წყლისა და ეთერისაგან შემდგარი) და ერთი საწყისიდან - მონადიდან წარმომდგარი სისტემაა, რომელსაც აქვს ახალ-ახალი ფორმების წარმოქმნის უნარი.