ჯენი სლეიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯენი სარა სლეიტი (დ. 25 მარტი, 1982, მილტონი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, გამხმოვანებელი, კომიკოსი და მწერალი. დაიბადა და გაიზარდა მილტონში, სლეიტმა დაამთავრა მილტონის აკადემია და სწავლობდა ლიტერატურას კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მას შეუყვარდა კომედია და იმპროვირება. ტელევიზიაში ადრეული სამსახიობო როლების შემდეგ, სლეიტმა მალევე მოიპოვა აღიარება ნიუ-იორკში, ლაივ-შოუების წყალობით და იმისთვის რომ მან შემქნა, დაწერა და იყო რეჟისორი მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმის და წიგნების სერიის „Marcel the Shell with Shoes On“. 2009-2010 წლებში იყო მსახიობი „შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში“-ს 35-ე სეზონში. 2012 წლიდან დღემდე ახმოვანებს „ტემი ლარსენს“ ანიმაციურ სიტკომში „ბობის ბურგერები“. მას აღიარება მოუტანა მის მიერ შესრულებულმა მონა-ლიზა საპერშტეინის როლით NBC-ს კომედიურ ტელე-სერიალში „პარკები და რეკრეაციული ზონები“ (2013–2015), მან შეასრულა სარა გუგენჰეიმის როლი კომედიურ სერიალში „ტყუილების სახლი“ (2013–2015), და მონაწილეობდა სკეტჩ-შოუში „კროლ შოუ“ (2013–2015).
ჯენი სლეიტი | |
---|---|
ჯენი სლეიტი 2014 წელს | |
დაბადების თარიღი |
25 მარტი, 1982 (1982-03-25) (42 წლის) მილტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
განათლება | მილტონის აკადემია |
ალმა-მატერი | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი; კომიკოსი; მწერალი |
აქტიური | 2005–დღემდე |
მეუღლე(ები) | დინ ფლეიშერ-კემპი (2012–2016) |
2014 წელს დრამაში „Obvious Child“ ნათამაშებმა როლმა მას ოთხი ჯილდო მოუტანა, ჯამში ამ ფილმის წყალობით ის წარდგენილი იყო 9 ჯილდოზე. 2016 წელს სლეიტმა გაახმოვნა ანიმაცია „ზოოტოპია“, რამაც მას ერთი ჯილდო მოუტანა. 2016 წელს გაახმოვნა ანიმაცია „ძაღლების საიდუმლო ცხოვრება“. 2017 წელს გაახმოვანა ანიმაცია „ლეგო, ბეტმენის ფილმი“. 2017 წელს ითამაშა „ბენის“ როლი ფილმში „საჩუქარი“. 2012-2016 წლებში სლეიტი დაქორწინებული იყო დინ ფლეიშერ-კემპზე. ჯენის მამა არის რონ სლეიტი, ბიზნესმენი და პოეტი. [1]