ხლოტარ II
From Wikipedia, the free encyclopedia
ხლოტარ II (ფრანგ. Childéric II); (დ. მაისი, 584 — გ. 18 ოქტომბერი, 629) — ფრანკთა მეფე 584 — 629 წლებში, ხილპერიკ I-ის ვაჟი, მეროვინგების დინასტიიდან. მართავდა ნოისტრიას, ხოლო 613 წლიდან გახდა სრულიად ფრანკთა მეფე. ხლოტარი (ან კლოტარი — Chlotarius, ან ხლოტოხარი — Chlotacharius — იგივე რაც მოგვიანებით ლოთარი) ფრანგულად ნიშნავს: ძლიერი ბრძოლაში ან ძლევამოსილი მეომარი.
ხლოტარ II | |
---|---|
ლათ. Chlotarius, Chlotacharius | |
ხლოტარ II ბრინჯაოს მედალზე. დაახლოებით 1720 წელი | |
ფრანკების მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 584 წლის 27 სექტემბერი |
მმართ. დასასრული: | 629 წლის 18 ოქტომბერი |
წინამორბედი: | ხილპერიკ I |
მემკვიდრე: | დაგობერტ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | მაისი, 584 |
გარდ. თარიღი: | 18 ოქტომბერი, 629 |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
1-ლი: ჰელდეტრუდა მე-2: ბერტეტრუდა მე-3: სიხილდა |
შვილები: |
1-ლი ცოლისგან: ვაჟი: მეროვეი ქალიშვილი: ემა მეორე ცოლისგან: ვაჟი: დაგობერტ I მე-3 ცოლისგან: ვაჟი: ხარიბერტ II |
დინასტია: | მეროვინგები |
მამა: | ხილპერიკ I |
დედა: | ფრედეჰონდა |
ბრუნჰილდეზე გამარჯვების შემდეგ ფრანკთა სამეფო გააერთიანა. იძულებული გახდა ფეოდალური არისტოკრატიისათვის დაეთმო და 614 წელს გამოეცა ედიქტი, რომელიც ადასტურებდა მისის წინამორბედების მიერ მსხვილი ფეოდალებისათვის ნაბოძებ მიწებს და სასამართლო-ადმინისტრაციულ პრივილეგიებს. იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ავსტრაზიის წარჩინებულთა სეპარატისტული მოთხოვნები და 623 წელს ავსტრაზიის მეფედ დაესვა თავისი ვაჟი დაგობერტ I.