ხაზვა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაზვა — ხატვის ნაირსახეობა, ბუნებით ტექნიკური ხასიათის, რომელიც რაიმე ობიექტის, ფიგურის ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრისთვის გამოიყენება და იქმნება წყობის, ნომენკლატურის, ინტერპრეტაციისა და ვიზუალიზაციის, ზომების სტანდარტული წესების მიხედვით. მისი დანიშნულებაა რაიმე პროდუქტის ან მისი კომპონენტის გეომეტრიული მახასიათებლების აკურატულად და ერთმნიშვნელოვნად გადმოცემა. ხაზვის საბოლოო მიზანი საჭირო ინფორმაციის ვიზუალური ფორმით გადმოცემაა, რათა მწარმოებელს ამ კომპონენტის შექმნის საშუალება მიეცეს.