წმინდა სილვესტრის დღე
From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა სილვესტრის დღე, ასევე ცნობილი როგორც სილვესტრი (სილვესტერი) ან სილბესტრი ან წმინდა სილვესტრის დღესასწაული — რომის პაპ სილვესტერ I-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღესასწაული. წმ. სილვესტრი არის ქრისტიანული წმინდანი, რომელიც იყო რომის პაპი 314-დან 335 წლამდე.
შუა საუკუნეების გადმოცემის თანახმად, სწორედ სილვესტრის წყალობით მოხდა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ ქრისტიანობის მიღება. დასავლური ეკლესიები დღესასწაულს აღნიშნავენ წმინდა სილვესტრის გარდაცვალების დღეს, 31 დეკემბერს.
ეს თარიღი ახალი წლის ღამეს ემთხვევა და ახალი წლის ღამეს ხშირად სილბესტერს უწოდებენ. დასავლური ქრისტიანული კონფესიებისთვის, წმინდა სილვესტერის დღე ლიტურგიულად აღინიშნება შობის მეშვიდე დღეს. [1] აღმოსავლეთის ეკლესიები სილვესტრის დღესასწაულს დასავლეთის ეკლესიებისგან განსხვავებულ დღეს აღნიშნავენ, როგორც წესი - 2 იანვარს.