ჩინტამანი ნაგესა რამაჩანდრა რაო
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინტამანი ნაგესა რამაჩანდრა რაო, ასევე ცნობილი როგორც C.N.R. რაო (დ. 30 ივნისი, 1934, ბანგალორი) — ინდოელი ქიმიკოსი, რომელიც სპეციალიზირებულია მყარი სხეულის ქიმიისა და სტრუქტურული ქიმიის დარგში. რამდენიმე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი. 2013 წლის 16 ნოემბერს ინდოეთის მთავრობამ მას მიანიჭა ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო ბჰარატ რატნა (ის გახდა ამ ჯილდოს მფლობელი მეოთხე მეცნიერი ჩანდრასეკარა ვენკატა რამანის, ვიშვესვარაიასა და აბდულ ქალამის შემდეგ). ამჟამად ინდოეთის პრემიერ მინისტრის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელია.[1][2][3]
სწრაფი ფაქტები ჩინტამანი ნაგესა რამაჩანდრა რაო, დაბადების თარიღი ...
ჩინტამანი ნაგესა რამაჩანდრა რაო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
30 ივნისი 1934 (87 წლის) ბანგალორი, მაისური, ბრიტანეთის ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
პროფესია | ქიმიკოსი |
დამსაქმებელი | ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტი, ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტი კანპურში |
ჯილდოები | ამომავალი მზის ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი |
საიტი | [] |
დახურვა