შრი-ლანკის ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
შრი-ლანკის ტურიზმი მზარდი ინდუსტრიაა. საუკუნეების განმავლობაში შრი-ლანკა უცხოელი მოგზაურებისთვის პოპულარულ ადგილს წარმოადგენდა. ჩინელი მოგზაური, ფასიანი შრი-ლანკას IV საუკუნეში ეწვია, ხოლო XII საუკუნეში ვენეციელი ვაჭარი, მოგზაური და მწერალი მარკო პოლო შრი-ლანკას „თავისი ზომით მსოფლიოს საუკეთესო კუნძულად“ მოიხსენიებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) შრი-ლანკა მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 64-ე ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით შრი-ლანკამ სიაში ადგილით დაბლა ჩაინაცვლა.[1] 2017 წელს შრი-ლანკას 1 798380 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2 980 700 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1657.4$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 344 852 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 4.2%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6%-ია.[2] შრი-ლანკას საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობის (მე-20 ადგილი) და მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაციის (26-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუველყოფისა (მე-100 ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის (94-ე ადგილი).[3]