შრი-ლანკის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
შრი-ლანკის გერბი — შრი-ლანკის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე სახით გამოიყენება 1972 წლიდან.
სწრაფი ფაქტები შრი-ლანკის გერბი, დეტალები ...
შრი-ლანკის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა |
დამტკიცდა | 1972 |
დახურვა
გერბის ცენტრში გამოსახულია ოქროს ლომი, რომელსაც წინა მარჯვენა თათში ხმალი უკავია (ასეთივე ლომია გამოსახულია დროშაზეც). ცენტრის ფონი გარშემორტყმულია ლურჯი ლოტოსის ოქროს ფურცლებით, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ყვავილს წარმოადგენს. ეს ყოველივე განთავსებულია ტრადიციული მარცვლეულის ვაზის თავზე, რომელშიც ბრინჯის ძნებია განთავსებული, რომლებიც გერბის ცენტრში განთავსებული წრის საზღვარს ქმნიან და კეთილდღეობას აღნიშნავენ.
სამუზარადეს წარმოადგენს დჰარმაჩაკრა, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდიზმისა და სამართლიანი მმართველობის უპირველეს ადგილს ქვეყანაში. ტრადიციული სინჰალური სიმბოლოები — მზე და მთვარე ფარმჭერების როლს ასრულებენ.